თავდაპირველი წონიდან 42 კგ აქვს დაკლებული, ერთი წელიწადია პრაქტიკულად ქვაბით სვამს წამლებს- ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ის მძიმე დაავადებები, რომელიც პაციენტ მიხეილ სააკაშვილს აქვს, მისი გათავისუფლების საფუძველია - აცხადებს ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი სასამართლო პროცესზე, სადაც ის მოწმის სახით იკითხება.

ჯიშკარიანის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ნევროლოგიური, ფსიქოლოგიური და გასტროენტეოროლოგიური პრობლემები. მათ შორის დაუზუსტებელი დემენცია, რომელსაც კლინიკა ვივა მედის ექიმებიც ეთანხმებიან.  

რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას, ჯიშკარიანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "ვივა მედში" შეყვანის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს 37%-იანი წონის კლება აქვს და ის გრძელდება:

"წონაში კლება კვლავ გრძელდება. ნოემბრის დოკუმენტაციაც შევისწავლე და 20 დეკემბრამდე წონაში კლება გრძელდება, ასევე გრძელდება ტემპერატურული რეაქცია. მას თავდაპირველი წონიდან უკვე 42 კილოგრამი აქვს დაკლებული. 115 კილოგრამი იყო და 104 კილოგრამი იყო, როდესაც კლინიკა „ვივამედში“ შევიდა. გამოდის, რომ დღეის მდგომარეობით, კლინიკა ვივამედში შესვლიდან, წონის კლება 37% და 30%-ია. რა თქმა უნდა, ეს არის კახექსია...

რაც შეეხება დემენციის დიაგნოზს და მის ნევროლოგიურ მდგომარეობას, პატიმრის დატოვება სასჯელაღსრულების სისტემაში, ჩემი მოსაზრებით, არასათანადო მოპყრობად განიხილება და ვფიქრობ, რომ დანაშაულია. არ შეიძლება მისი ყოფნა ჰუმანიტარული თვალსაზრისით სამედიცინო სტანდარტებიდან გამომდინარე, დიაგნოზებიდან გამომდინარე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში წერია.

ადამიანი ერთი წელიწადია პრაქტიკულად ქვაბით სვამს წამლებს და ამას თუ ჰქვია სასჯელის მოხდა, არ ვიცი“, - აცხადებს ჯიშკარიანი.

უკვე რამდენიმე საათია ჯიშკარიანის გამოკითხვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. მოსამართლემ მას გაფრთხილებაც მისცა და დაჯარიმებით დაემუქრა.ხმაური პენიტენციური სამსახურის კითხვებს მოჰყვა.

ჯიშკარიანამდე სასამართლოზე დღეს ნობელიანტი ექიმი, ჯეიმს კობი გამოიკითხა, რომელამც მესამე პრეზიდენტის დიაგნოზები დაასახელა და განაცხადა, რომ მას სასწრაფოდ რამდენიმე ოპერაცია ესაჭიროება.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი