უკრაინამ EU-ს 18 მილიარდიანი დახმარების პირველი ტრანში, 3 მლრდ ევრო მიიღო

გამოქვეყნდა:

უკრაინამ ევროკავშირის 18 მლრდ ევროს მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან პირველი ტრანში, 3 მლრდ ევრო მიიღო - ინფორმაციას პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უკრაინის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აგრესორზე ერთობლივი გამარჯვებისთვის.

"უკრაინამ ევროკავშირის 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან პირველი ტრანში, 3 მილიარდი ევრო მიიღო. მადლობელი ვარ ევროკავშირის და პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენის ძლიერი მხარდაჭერისთვის. უკრაინის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აგრესორზე გამარჯვებისთვის"  - წერს ზელენსკი

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის დეკემბერში ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ, უკრაინისთვის 18 მლრდ ევროს მაკროფინანსურ დახმარებას მხარი დაუჭირა. 

უკრაინა 2023 წელს ევროკავშირისგან დახმარების სახით ყოველთვიურად 1,5 მლრდ ევროს მიიღებს.
 საპროცენტო ხარჯების დიდ ნაწილს კი  ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაფარავენ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი