სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული საქართველოს მოქალაქე სოსო დვალიშვილია.
როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქართულმა მხარემ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა, რაზეც საოკუპაციო რეჟიმის პასუხი იყო, რომ ე.წ "პროცედურებს" გადიან.
"ჩვენ მოვიკითხეთ ინფორმაცია აღნიშნული პირთან დაკავშირებით, საქმე ეხება სოსო დვალიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტს, ფაქტი მოხდა გვიან ღამით, ჩვენ მოვითხოვეთ აღნიშნული პირის დაუყოვნებლივი გათავისუფლება, პასუხი გახლავთ ის, რომ ე.წ პროცედურები მიმდინარეობს და გადაწყვეტილება გვეცნობება ცხელი ხაზით", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
შეგახსენებთ, რომ სოსო დვალიშვილი ოკუპანტებმა 16 იანვარს გაიტაცეს. დღეს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა.