დაპირისპირება ვანო მერაბიშვილის გამო | ენმ არჩევნებისთვის ემზადება

გამოქვეყნდა:

ვანო მერაბიშვილის საჯარო გამოჩენა "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებას აღრმავებს. მედიაში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულ შეხვედრას ესწრება. ამ კადრების გასაჯაროების შემდეგ გაირკვა, რომ პარტიის ყოფილი ხელმძღვანელი, ქვეყნის პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრთა ნაწილში გაღიზიანებას იწვევს.

მათ შორის ყველაზე ხმამაღლა საკუთარი პოზიცია გიორგი რურუამ დააფიქსირა, რომელიც თავის პოსტში წერს, რომ ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის არის სასარგებლო და ყოფილ მინისტრს რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირშიც ადანაშულებს. 
 

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი