"ჩემი მიმართვის საფუძველზე, მუნიციპალურმა ინსპექციამ შეაჩერა უკანონო მშენებლობა კანცელარიასთან" | საბა ბუაძე

გამოქვეყნდა:

"ჩემი მიმართვის საფუძველზე, მუნიციპალურმა ინსპექციამ შეაჩერა უკანონო მშენებლობა" - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" წევრი საბა ბუაძე Facebook-ზე წერს. საქმე ეხება მშენებლობას, რომელიც მთავრობის კანცელარიის მიმდებარედ არსებული შენობის თავზე, ე.წ. დაშენების სახით ხორციელდებოდა.

დეკემბერში კანცელარიასთან ჩემს მიერ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობასთან გადადგმულმა ნაბიჯებმა შედეგი გამოიღო.

ჩემი მიმართვის საფუძველზე, მუნიციპალურმა ინსპექციამ შეაჩერა უკანონო მშენებლობა და შესაბამისი აქტი გამოსცა.

ახლა ველოდები როდის მოხდება ამ უკანონოდ დადგმული სართულის დემონტაჟი.

გამოგვეხმაურეთ ვისაც თბილისი გიყვართ და ერთად ვიბრძოლოთ უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ!, - წერს საბა ბუაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი