გერმანიის პოლიციამ ეკო-აქტივისტი გრეტა ტუნბერგი ქვანახშირის მაღაროსთან აქციაზე დააკავა

გამოქვეყნდა:

ეკო-აქტივისტი გრეტა ტუნბერგი გერმანიის პოლიციამ დასავლეთ გერმანიის სოფელ ლუცერატში ქვანახშირის მაღაროს გაფართოების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე დააკავა, - ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 
რეგიონის პოლიციის სამმართველოს სპიკერის თქმით, უცნობია, რა ბედი ეწევა ტუნბერგს, რომელიც აქციას გასულ კვირას შეუერთდა. 

როგორც ცნობილია, დაგეგმილია სოფლის დანგრევა იმისათვის, რომ ქვანახშირის მაღარო გაფართოვდეს. მაღარო ენერგეტიკულ გიგანტ RWE-ს ეკუთვნის.

გარემოსდამცველები ამბობენ, რომ მაღაროს გაფართოება სათბურის გაზების უზარმაზარ რაოდენობის გამოფრქვევას გამოიწვევს.

გერმანიის მთავრობა და კომპანია RWE ამტკიცებენ, რომ ქვანახშირი გერმანიის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაა საჭირო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი