"ჩვენ არ ვართ იდეალურები, თუმცა, საქართველოს არ აქვს ფუფუნება, მეორედ მიიღოს უარი კანდიდატის სტატუსზე" | სალომე ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ არ ვართ იდეალურები, თუმცა, ვფიქრობ, რომ საქართველოს არ აქვს ფუფუნება, მეორედ მიიღოს უარი კანდიდატის სტატუსზე", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოქსფორდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსზე უარის თქმამ ქვეყნის მოსახლეობაში გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია.

"მე ერთ-ერთი ვარ, ვინც ქვეყანაში რეფორმების ნაკლებობას აკრიტიკებს და ასევე კრიტიკულია, როცა ქვეყანა არ მიიწევს იმ მიმართულებით, საითაც უნდა მიდიოდეს. აშკარაა, ჩვენ არ ვართ იდეალურები, თუმცა, ვფიქრობ, საქართველოს არ აქვს ფუფუნება, მეორედ მიღოს უარი კანდიდატის სტატუსზე. ჩვენ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე უნდა მივიღოთ, რადგან ეს რუსეთისთვის სტრატეგიული გზავნილია... მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს, არ არსებობს ალტერნატივა ევროპული პერსპექტივის გარდა", - ამბობს ზურაბიშვილი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი