"NATO და ევროკავშირი თვითმიზანი არ არის... თუ დავინახავთ, რომ სხვა მიმართულებით შეიძლება ქვეყნის გაერთიანება, ამასაც ვიტყვით" | მაჭარაშვილი

გამოქვეყნდა:

NATO და ევროკავშირი თვითმიზანი არ არის... თუ დავინახავთ, რომ სხვა მიმართულებით შეიძლება ქვეყნის გაერთიანება, ამასაც ვიტყვით, - ამის შესახებ "ოცნებიდან" ფორმალურად წასულების მიერ შექმნილი გაერთიანების, "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა. 

„საქართველოში რაც იყო ხელისუფლება, ის საქართველოს არ უდრიდა და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმედი, მოლოდინი და რა თქმა უნდა ასეცაა, რომ ამერიკაშიცაა ის საზოგადოება და ევროპაშიც, რომელთანაც ჩვენ შევძლებთ ურთიერთობას. ვინც დააპირებს, რომ საქართველოში ჩაერიოს უხეშად, ის მიიღებს იმ პასუხს, რაც აქვს დღეს საქართველოს საზოგადოებისგან.

ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის ერთიანობა. ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის რაც იქნება სწორი, ის გვინდა. ნატო არ არის თვითმიზანი და არც ევროკავშირია თვითმიზანი. ევროკავშირი არის საშუალება, რომ ეკონომიკური ურთიერთობები რაც ვითარდება, კიდევ უფრო განვავითაროთ. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ სხვა მიმართულებით შეიძლება ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ან განვითარება, ჩვენ ამ მიმართულებასაც ვიტყვით, ეს არ მოგვერიდება“, - ამბობს მაჭარაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი