ელენე ჩეჩელაშვილის საქმის ბრალდებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ

გამოქვეყნდა:

30 წლის ელენე ჩეჩელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ პირებს ბრალს დღეს, 21 ივლისს წარუდგენენ. ამის შემდეგ სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

მოკლული ქალის ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა სავარაუდოდ დღეს მიანიჭებს მოკლულის ოჯახს დაზარალებულის სტატუსს. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით უნდა დაკვალიფიცირდეს, რომელიც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამაძიმებელ გარემოებებში.

30 წლის ელენე ჩეჩელაშვილი 18 ივლისს მოკლეს. მას რამდენიმე  ჭრილობა ჰქონდა, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა. ცნობილია, რომ ჩეჩელაშვილი შველას ითხოვდა, თუმცა მას არავინ დაეხმარა, სამართალდამცავებს კი ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი