კომუნიკაციების კომისიის "ახალი" თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ისევ ბექაური იქნება - მზადება არჩევნებისთვის

გამოქვეყნდა:

კომუნიკაციების კომისია თავმჯდომარის ახალი არჩევნებისთვის ემზადება, რომელიც მაღალი ალბათობით ისევ კახა ბექაური იქნება. მისი ორი ვადით თავმჯდომარეობის პერიოდში არაერთი კანონი იქნა მიღებული, რომელმაც, დამკვირვებლების შეფასებით, მედიაგარემო გააუარესა და თავის შინაარსით რეპრესიულ ხასიათს ატარებდა. 

ერთ-ერთი ამ ცვლილების მიხედვით კი ბექაურს იმდენი ვადით შეუძლია ამ თანამდებობაზე კენჭისყრა, რამდენითაც მოისურვებს. 

გადაწყვეტილება კომისიამ უნდა მიიღოს, რომლის ყველა წევრი ისევ ბექაურთანაა დაკავშირებული. ქართულ ოცნებაში კომისიის მუშაობით კმაყოფილები არიან. 

ბექაური "მთავარი არხის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, მისმა პრესსამსახურმა კი მოუცლელობის მიზეზით, კომენტარის ჩაწერაზე უარი გვითხრა. 

მარეგულირებლის თავმჯდომარის არჩევის პროცედურა ასეთია: პარასკევს, 20 იანვარს, კომისია სხდომაზე გამოაცხადებს კონკურსს, რის შემდეგაც, ორშაბათიდან ოთხშაბათამდე  კომისიის წევრები დაასახელებენ კანდიდატებს. კომისიაში სულ 5 წევრია. სწორედ  ეს ხუთი წევრი ასახელებს კანდიდატებს თავისივე შემადგენლობიდან. თავმჯდომარეს კი ხუთშაბათს, ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩევენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი