
უკრაინაში, დონეცკის ოლქში, სოლედართან, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული თავდასხმის თვითმფრინავი СУ-25 გაანადგურეს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსამსახურის ტელეგრამის არხი იტყობინება. სამხედრო თვითმფრინავი 17 იანვარს ჩამოაგდეს.
„აღმოსავლეთის მიმართულებით ქალაქ სოლედარის მიდამოში კიდევ ერთი რუსული სუ-22 თავდასხმის თვითმფრინავი გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფმა“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
ცნობისთვის, თვითმფრინავი ჩამოაგდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა.