საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს - ზურაბიშვილის სამძიმარი უკრაინას

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილი უკრაინას, დღეს დილით მომხდარი ავიაკატასტროფის გამო უსამძიმრებს:

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარიში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. 
ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის.
საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს" ნათქვამია პრეზიდენტის ტვიტში.

შეგახსენებთ, ავიაკატასტროფას ბოლო მონაცემებით, 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები და სამი უკრაინელი მაღალჩინოსანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი