
ხარაგაულის მერიის მოქმედი თანამშრომლები ყოფილ მერს კორუფციაში ამხელენ. "გზა მშვიდობისა აფერისტ და კორუფციონერ მერს" - ასე ეხმაურება რამდენიმე დღის წინ ნიკოლოზ თოფურიძის მიერ თანამდებობიდან წასვლას, ხარაგაულის მერიის ა(ა)იპ-ის მოქმედი თანამშრომელი, იურისტი, ზვიად ორჯონიკიძე.
მან ფეისბუქ-პოსტი, რომელშიც ამ და სხვა ბრალდებებზეც იყო საუბარი, მალევე წაშალა, თუმცა ჟურნალისტებმა მისი გადაღება მოასწრეს.
ხარაგაულის მერიის ა(ა)იპ-ის მოქმედმა თანამშრომელმა კორუფციაში ამხილა და დაადანაშაულა ხარაგაულის ყოფილი მერი, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ფაქტობრივად, ღიად განაცხადა სისტემური კორუფციის შესახებ, - ამბობს CIMG-ს დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე.
მისი თქმით, კორუმპირებული მერი თანამშრომლებს აიძულებდა, მათი ისედაც მცირე ხელფასებიდან ე.წ. "ქურდული" წილი მიეცათ მერისთვის და ამ ფულით მასპინძლობდა გუბერნატორს და უშლიდა სუფრებს.