მკვლელი ლიფტები თბილისში | კალაძე პასუხიმგებლობას იხსნის

გამოქვეყნდა:

მკვლელი ლიფტები და დედაქალაქის მერი რომელიც პასუხისმგებლობას იხსნის. თბილისში ავარიული ლიფტების პრობლემას კახი კალაძე აღიარებს, მაგრამ ხალხს მათ შეკეთებას ავალდებულებს. ამორტიზებული ლიფტების რაოდენობა დიდია, დედაქალაქის მერიას ბიუჯეტი აქვს, მაგრამ თანხის გამოყოფას ხალხის პრობლემის მოსაგვარებლად არ აპირებს.

ლიფტები მოსახლეობის საკუთრებაა და თავადვე უნდა შეაკეთონ - ასე პასუხობს 4 დღის წინ მომხდარ ტრაგედიას კახი კალაძე. დედაქალაქის მერს თბილისის მცხოვრებლებმა მალევე შეახსენეს, რომ ქალაქში ეკონომიკა არ დუღს და ხალხს საკმარისი სახსრები პრობლემების მოსაგვარებლად არ აქვთ.

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი