
ქუთაისის მეორე პენიტენციურ დაწესებულებასთან ადვოკატი, ირინა საღინაძე მეორე დღეა შიმშილობს. ის პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის წესის ცვლილებას აპროტესტებს, რომელიც უფლებადამცველის შეფასებით, შეურაცხმყოფელია. მოშიმშილე უფლებადამცველის თქმით, იმისათვის, რომ ადვოკატი ციხეში მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდეს, ფეხზე უნდა გაიხადოს, ან ე.წ. რენდგენის აპარატით შემოწმდეს, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე გადაწყვეტილებას არ შეცვლიან და იმ შემთხვევაში, თუ არ შეცვლიან გადაწყვეტილებას, მე შიმშილობას გავაგრძელებ უვადოდაც და ჩემს ჯანმრთლობის მდგომარეობაზეც პასუხისმგებლობას ვაკისრებ ქალბატონ წულუკიანს, ბატონ პატარიძეს და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, - ამბობს ირინა საღინაძე.
ადვოკატის განმარტებით, ციხეში შესვლის დროს ვიზიტორების ჩხრეკა არაცივილურად, ადამიანის უფლებების დარღვევით მიმდინარეობს.