"მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ რადიკალური ოპოზიციის დასუსტებას" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ იმ პროცესს, რასაც ჰქვია რადიკალური ოპოზიციის დასუსტება" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში საუბრობს. 

ამ ეტაპზე, რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის გასახლეჩად არ სცალია. საკუთარი პარტია აქვთ გასახლეჩი და ამაზე ძალიან დიდი რუდუნებით და აქტიურად მუშაობენ. მიმდინარეობს შიდაპარტიული დაპირისპირება და ერთმანეთს აბრალებენ ამ არჩევნების გაყალბებას, ფარული ჩანაწერების გავრცელებას, ინციდენტებს და აშ. ეს ძალიან კარგია, ჯობია, რომ ისინი იყვნენ კონცენტრირებული არა ქვეყნის გახლეჩვის მცდელობაზე, არამედ საკუთარი პარტიის გახლეჩვის მცდელობაზე. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ იმ პროცესს, რასაც ჰქვია რადიკალური ოპოზიციის დასუსტება. იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გასაღები, რომელიც უზრუნელყოფს ქვეყანაში რადიკალიზმის შემცირებას და შესაბამისად, უზრუნველყოფს სიმშვიდის შენარჩუნებას. შესაბამისად, ეს არის მთავარი ამოცანა, - თქვა კობახიძემ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი