"ვინ იქნება ფორმალური თავმჯდომარე, არსებითად არაფერს შეცვლის... მთავარია, ნაცმოძრაობა დასუსტდეს" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ვინ იქნება ფორმალური თავმჯდომარე ნაცმოძრაობაში, არსებითად არაფერს შეცვლის... მთავარია, რომ პროცესები განვითარდეს ნაცმოძრაობის დასუსტების მიმართულებით", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში ამბობს. 

დიდი განსხვავება ჩვენთვის არ არის, თავმჯდომარე მელია იქნება თუ ხაბეიშვილი. უბრალოდ, ერთი არის უფრო ბოროტი, მეორე უფრო კომიკური. არსებითად არაფერი იცვლება, მითუმეტეს, რომ ორივე, საბოლოო ჯამში, იქნება ფორმალური თავმჯდომარე, იმიტომ რომ არც ერთს არ აქვს ის რესურსი, რაც პოლიტიკაშია საჭირო. სხვა ადამიანები არიან მათ უკან, რომლებსაც აქვთ ფინანსური და მედია რესურსი. აქედან გამომდინარე, ხაბეიშვილიც და მელიაც არიან მეორეხარისხოვანი ფიგურები, რომლებიც გამოიყენებიან სხვა პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც რეალურად ასეთ რესურსებს ფლობენ ნაცმოძრაობის შიგნით.

აქედან გამომდინარე, ვინ იქნება ფორმალური თავმჯდომარე ნაცმოძრაობაში, არსებითად არაფერს შეცვლის. მთავარია, რომ პროცესები განვითარდეს ნაცმოძრაობის დასუსტების მიმართულებით და ეს ყველა შემთხვევაში ასე იქნება. ასეც და ისიც, ვინც არ უნდა მოიგოს ეს არჩევნები, საბოლოო ჯამში, პროცესები მივა პარტიის გაყოფამდე, გახლეჩამდე, სხვანაირად წარმოუდგენელია და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დასუსტდეს ნაცმოძრაობა, - ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნები 29-30 იანვარს გაიმართება და მასში მონაწილეობას ოთხი კანდიდატი: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე მიიღებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი