სომხეთში, ერთ-ერთ ყაზარმაში ხანძარი გაჩნდა - დაღუპულია მინიმუმ 15 სამხედრო

გამოქვეყნდა:

ღამით ხანძარი გაჩნდა სომხეთში, გეგარკუნიკის ოლქში, ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში. წინასწარი ცნობებით, დაღუპულია 15 სამხედრო, არიან დაშავებულებიც.

ადგილობრივი მედია სომხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ დაშავებული 3 სამხედროს მდგომარეობა მძიმეა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. "Лурер" წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ მოსალოდნელია მომხდარის გამო მაღალჩინოსნების თანამდებობიდან გათავისუფლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი