მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინელებს, ჩემი შვილის მხარდაჭერას ვგრძნობ ყველანაირად - ალასანია

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მედიასთან მან კომენტარი გააკეთა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებაზე და თქვა, რომ სამწუხაროა, როცა კიევიდან ოფიციალურ პირებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალებას არ აძლევენ.

"მე მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინელებს, ყველას სხვათაშორის, იმიტომ რომ ეს მხარდაჭერა ჩემი შვილის, მუდმივად იგრძნობა, მე ამას ვგრძნობ ყველანაირად. სამწუხაროა, ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა, ადრეც იყო შემთხვევები, როცა ომბუდსმენი ჩამოვიდა, არ შეუშვეს, საერთოდ სამწუხაროა, იმიტომ, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარი იყო ყოველთვის, ყველა ეტაპზე და ჩვენ მაინც და მაინც სათანადო მეგობრობას, როგორც ჩანს, ვერ ვუწევთ. [...]

მე იმედი მაქვს, რომ ობიექტურები იქნებიან, იმიტომ, რომ ეს ადამიანები აქ ამდენი თვეა, მე მადლობელი ვარ ამ ექიმების, იმიტომ, რომ მართლა ყველაფერს აკეთებენ, ვისთანაც მე მაქვს შეხება, რა თქმა უნდა, ყველას არ ვიცნობ", - თქვა ალასანიამ. 

იხილეთ ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი