დარწმუნებული არ ვარ, რომ ცოცხალია ან ის იღებს გადაწყვეტილებებს - ზელენსკი პუტინზე

გამოქვეყნდა:

დღეს არ მესმის, ვისთან და რაზე ვისაუბრო. მთლად დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც ხანდახან ჩნდება ქრომაკზე [ერთი ტონალობის ფონი ვიდეომონტაჟისთვის] ის არის. დარწმუნებული არ ვარ, რომ ცოცხალია ან ის იღებს გადაწყვეტილებებს, ან ვინ იღებს გადაწყვეტილებებს იქ, როგორი ხალხის წრე? ასეთი ინფორმაცია არ მაქვს.

არ მესმის, როგორ შეიძლება, ევროპელ ლიდერებს ერთ რამეს დაჰპირდე და მეორე დღეს დაიწყო სახელმწიფოში სრულმასშტაბური შეჭრა. უბრალოდ არ მესმის, ვისთან გვაქვს საქმე. როდესაც ჩვენ ვამბობთ "სამშვიდობო მოლაპარაკებებს" - არ მესმის, ვისთან ვსაუბრობთ. 

ჩვენ, ახლა თქვენთან ვურთიერთობთ - თქვენ ზუსტად იცით ვინ ვარ, მეც ზუსტად ვიცი თქვენ ვინ ხართ, ჩვენი ცხოვრების მოწმეები არსებობენ და თუნდაც სხვადასხვა საკითხზე ვსაუბრობდეთ, შეგვიძლია, კონსენსუსს მივაღწიოთ. მეჩვენება, რომ რუსეთმა ჯერ უნდა მოძებნოს "ვინმე" და მერე "რაღაც" შესთავაზოს.

- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული „უკრაინული საუზმის“ პანელზე ვიდეოზარის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი