
უკრაინის საელჩო საქართველოში ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის მსხვერპლთა ხსოვნისთვის სამძიმრის ვირტუალურ წიგნს ხსნის:
სამძიმრის შეტყობინებები მსურველებს შეუძლიათ გაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: emb_ge@mfa.gov.ua
შეგახსენებთ, 18 იანვარს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ვერტმფრენის ჩამოვარდნას ქალაქ ბროვარიში (კიევის რეგიონი, უკრაინა) უკრაინის შს მინისტრის, დენის მონასტირსკის, მისი პირველი მოადგილის ევგენი იენინისა და სახელმწიფო მდივნის, იური ლიუბკოვიჩის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავიაკატასტროფისას ასევე დაიღუპნენ ეკიპაჟის წევრები და სამოქალაქო პირები, მათ შორის ბავშვი.