
რუსეთის 76-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო დივიზიის 237-ე სადესანტო პოლკის 37 წლის სკაუტ-ოპერატორი ალმაზ საფინი ლიკვიდირებულია - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN ავრცელებს სათაურით - "უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კრემინნაიაში რუსული "ზღაპრების" გმირი გაანადგურეს"
გამოცემის ცნობით, მანამდე ის იბრძოდა სირიაში, ხოლო 2022 წლის სექტემბერში უკრაინაში საომრად ჩავიდა.
Unian წერს, რომ ალმაზ საფინი სამხედრო სამსახურის შემდეგ კონტრაქტით ჯარში დარჩა. ბოლო დრომდე მისი ამოცანა იყო მომავალი ოფიცრების მომზადება. ის იყო ნოვოსიბირსკის სამხედრო სკოლის სასწავლო ოცეულის მეთაურის მოადგილე.
"კრემლის პროპაგანდისტებმა უკვე მოახერხეს ტერორისტის შესახებ ფანტასტიკური ისტორიების შედგენა. მაგალითად, „კომსომოლსკა პრავდა“ წერს, რომ მან „სიცოცხლის ფასად ჩაშალა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კრემინაიაზე თავდასხმის მცდელობა“.
ამბობენ, რომ საფინმა მძიმე ჭრილობა მიიღო, მაგრამ, ამის მიუხედავად, სავარაუდოდ, ორმოცდაათამდე „ნაციონალისტის“ მოკვლა მოახერხა. პუტინმა მედესანტე „გამბედაობისა და გმირობისთვის“ დააჯილდოვა",- წერს Unian.
უკრაინაში ლიკვიდირებული ოკუპანტი მედესანტეების ოცეულს ხელმძღვანელობდა.