დნიპროში დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 11

გამოქვეყნდა:

დნიპროში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა, მათგან 6 ბავშვია. ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.

ბოლო ცნობებით, სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავდა 80 ადამიანი, დაკარგულად ითვლება 11.

ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ცნობისთვის, ოკუპანტებმა დნიპროში საცხოვრებელი კორპუსი 14 იანვარს დაბომბეს, რის შემდეგაც უკრაინაში  სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი