
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის 50-მდე მანქანა მოიპარეს და უკრაინის აღმოსავლეთით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, - ამის შესახებ ეუთოს მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომაზე, უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ევგენი ციმბალუკმა განაცხადა.
"მოსკოვის კრიმინალური რეჟიმი უფრო შორს წავიდა და კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა ეუთოს წინააღმდეგ, მათი კუთვნილი 50-მდე SMM მანქანის მოპარვით. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მანქანები რუსეთმა გასულ კვირას აღმოსავლეთ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანა", - თქვა დიპლომატმა.
ციმბალუკი ამბობს, რომ რუსეთს მოპარული მანქანების გამოყენებით პროვოკაციების მოწყობა შეუძლია, რადგან თავს დაუსჯელად გრძნობს.