Forbes: პუტინს გამარჯვების თავიდან ასაცილებლად, დასავლეთმა სააკაშვილი ახლავე უნდა გადაარჩინოს

გამოქვეყნდა:

პუტინის კიდევ ერთი გამარჯვების თავიდან აცილების მიზნით, დასავლეთმა სააკაშვილი ახლავე უნდა გადაარჩინოს - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ჟურნალისტი Melik Kaylan გამოცემა Forbes-ში.

"პოსტსაბჭოთა ეპოქაში, თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი მოკავშირე, თავის ქვეყანაში პოლიტპატიმარი კვდება" - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი "განზრახ მოწამლულია".

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო აშშ-სა და ევროპის მეგობარი, რომელსაც ურყევად მიჰყავდა თავისი ქვეყანას დასავლეთისკენ და რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველო რამდენჯერმე დასახელდა ბიზნესისთვის საუკეთესო ადგილად. 

"ის იყო მისაბაძი მაგალითი 2000-იანი წლების პროდემოკრატიული რევოლუციებისთვის" - ვკითხულობთ სტატიაში.

გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ ამხილა პუტინის რუსეთი როგორც პოსტსაბჭოთა დამოუკიდებლობის, იდეალიზმისა და მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტური მტერი, ყოველივე ამან კი ის "კრემლის რისხვის მთავარ სამიზნედ აქცია", რასაც  2008 წელს, საქართველოში  რუსეთის შეჭრა მოჰყვა. ჟურნალისტი იქვე აღნიშნავს, რომ მან თავად გააშუქა 2008 წლის ომი და არაერთხელ ესაუბრა თავად სააკაშვილსაც როგორც პრეზიდენტობის დროს, ისე მის შემდეგ. 

"სააკაშვილი ინდივიდუალურად განასახიერებს რისი სიმბოლოც ახლა უკრაინაა: წინააღმდეგობა პუტინის სადიზმისადმი, წინააღმდეგობა რუსული იმპერიალიზმისადმი, პოსტსაბჭოთა ქვეყნების დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოდ ცხოვრება და თავისუფალ სამყაროში გაწევრიანება. 

აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებაზე დაუყოვნებლივ ზეწოლა და მისი გადარჩენის კამპანიის გაძლიერება" ნათქვამია სტატიაში.

ჟურნალისტი აღნიშნავს ევროპარლამენტის რეზოლუციებს მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებასა და პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებასაც, რომელიც იგივე შინაარსისაა. ასევე წერს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტების დასკვნებზე, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია და ესაჭიროება სასწრაფო მკურნალობა ევროპის, ან აშშ-ს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. 

Forbes-ის სტატია სრულად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი