"აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობებში საქართველო ნეიტრალური მედიატორია..." | ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობებში საქართველო ნეიტრალური მედიატორია..." - ამის შესახებ ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს, მინდა ვთქვა, რომ საქართველო არის ნამდვილად ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი... რაც პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, ნამდვილად არის ჩვენს ინტერესებში, რომ სამმხრივი შეხვედრა შედგეს, იმიტომ, რომ ეს რეგიონი გვეკუთვნის ჩვენ - სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს. ჩვენ შეგვიძლია, გარდავქმნათ ეს რეგიონი რეგიონულ შესაძლებლობად, მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობად. ერთი რამ მინდა ვახსენო ასევე: ცივი ომის და საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა ტერმინი - „ენდე, მაგრამ გადაამოწმე“, აი ეს ნდობა არის აქტუალური, მაგრამ დაემატა ახალი ფრაზა - „არ ენდო და ითანამშრომლე", - ამბობს ღარიბაშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი