მოლდოვა მოკავშირეებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემებს ითხოვს

გამოქვეყნდა:

მოლდოვამ მიმართა მოკავშირეებს, გააძლიერონ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.

ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. სანდუს თქმით, მოლდოვას ესმის, რომ უკრაინა ამჟამად პრიორიტეტია, მაგრამ მისი ქვეყანა ასევე იმედოვნებს, რომ  საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს.

სანდუს თქმით, რომ ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი გაიზარდა და მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აწარმოებს საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ. მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი მისი ქვეყნის დესტაბილიზაციასაც ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებს.

"რუსეთი ნამდვილად ცდილობდა მოლდოვაში კორუმპირებული ჯგუფებისა და პრორუსული პარტიების მობილიზებას მთავრობის, პარლამენტისა და პრეზიდენტობის დასამხობად, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ვახერხებთ სტაბილურობის შენარჩუნებას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთმა ამ განზრახვაზე უარი თქვა" ამბობს სანდუ.

შეგახსენებთ, მოლდოვას შსს-მ 14 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით, უკრაინის საზღვართან რუსული რაკეტუს ფრაგმენტები ჩამოვარდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი