
მასშტაბური საპროტესტო აქციები საფრანგეთში - დემონსტრანტები საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ.
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული გეგმის მიხედვით, საპენსიო ასაკი ორი წლით - 64 წლამდე უნდა გაიზარდოს.
პარიზში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და აქციის 30-მდე მონაწილე განყოფილებაში დაკითხვის მიზნით გადაიყვანა.
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს პარიზში, მარსელში, ტულუზასა და ნიცაში.
გაფიცვაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, მასწავლებლები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების თანამშრომლები და სხვა სექტორებში დასაქმებულები მონაწილეობენ.