
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საგარეჯოში, შეიარაღებული თავდამსხმელის სროლას 6 პირი ემსხვერპლა, მათ შორის 1 პოლიციელი.
დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. თუმცა უწყებამ მოკლულთა რაოდენობა არ დაასახელა და გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ "გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი..."
მოგვიანებით, "მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა, რომ საგარეჯოში, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
ამ წუთებში ჩვენი გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილას მიემართება და დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.
იხილეთ ასევე: