პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილია | შს მინისტრის განცხადება

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილია. მასთან დაკავშირებით მედიასთნ ისაუბრა შემთხვევის ადგილას ჩასულმა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმაც:

მოქმედი სამხედროა, როგორც ვიცით. ოპერატიულად რაც დაგვიდასტურეს. 2016 წლიდან მუშაობდა, 21 წელს არის წამოსული. პირველადი ინფორმაციაა და ამას დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ასე გვითხრეს, რომ 21 წელს დატოვა სამხედრო სამსახური და წამოვიდა სამსახურიდან. მანამდე მუშაობდა, ავღანეთშიც ნამყოფია, ავღანეთის მისიაში, როგორც დაგვიდასტურეს, - განაცხადა გომელაურმა. 

შს მინისტრი იხსენებს მომენტსაც, როცა სამართალდამცველები თავდამსხმელის ბინაში შევიდნენ:

რა მოხდა, არავინ არ იცის ჯერჯერობით... სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა, დაიწყო ღონისძიება. მოუწოდეს, რა თქმა უნდა, კიდევ გასროლა გააკეთა რამდენიმე, როდესაც კარები შეაღეს, უკვე პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმმა, გასროლის ხმა იყო რომ შევიდნენ. საწოლზე იყო გადაწოლილი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გვერდით ედო, რაც დააფიქსირეს..., - თქვა გომელაურმა. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი