"ოცნებამ" აჭარას მილიარდამდე ლარი მოპარა - მიხეილ ბოლქვაძე

გამოქვეყნდა:

ბიუჯეტიდან დახარჯული მილიონები, კორუფციული სქემები და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მიხეილ ბოლქვაძე ამ თემებზე სპეციალურ განცხადებას აკეთებს.

მისი განცხადებით, ისევე როგორც მთელ საქართველოში, აჭარაშიც სისტემური კორუფციაა. ბოლქვაძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ აჭარის რეგიონში, სხვადასხვა კორუფციული გარიგებებით და სხვადასხვა პროექტით მილიარდამდე ლარი მოიპარა. 

ბოლქვაძე განცხადებას დანდალოს თემიდან აკეთებს, რომელსაც, მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მილიონამდე ლარი მოპარა. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხელვაჩაური-ქედა-შუა ხევის მაჟორიტარობის კანდიდატს "ოცნებიდან" ანზორ ბოლქვაძეს მიმართავს. მისი თქმით, როდესაც "ოცნების" მაღალჩინოსნები პანდემიის პერიოდში ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ, ამ სოფელში ხალხს წყალი არ ჰქონდა.

დღეს თქვენ ამ ადამიანებს არ ეკითხებით, რა გიჭირთ, ეს არის მთავარი, - ამბობს ბოლქვაძე. 

იგი ოქტომბერში "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემდეგ ადგილობრივებს მათ პრობლემებზე კონცენტრირებას ჰპირდება.     

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი