"მაგნისტკის სიის" ავტორის, ბილ ბრაუდერის განცხადებით, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდება, ეს დასავლეთის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ ცუდი მიმართულებით, მრავალი წლით შეცვლის.
როგორც ბრაუდერმა CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, სააკაშვილის საქმე ძალიან ჰგავს მაგნისტკის საქმეს.
"რასაც მე ვხედავ, ეს არის საშინელება. ის დაპატიმრებული ჰყავთ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, შემდეგ კი ციხეში აწამეს. ფოტოები, რომლებიც თქვენ აჩვენეთ, ღრმად შემაშფოთებელია. ანალოგიური სიტუაცია იყო მაგნიტსკისთან დაკავშირებით, რომელიც სრულიად ჯანმრთელი დააკავეს და შემდეგ ისე აწამეს ციხეში, რომ გარდაიცვალა. სააკაშვილის სიტუაციას რომ ვუყურებ, დეჟავიუს განცდა მაქვს. მე გამოვთქვი საკუთარი მოსაზრება ამის შესახებ და მას შემდეგ სააკაშვილის გუნდი სისტემატურად არის ჩემთან კონტაქტში", - ამბობს ბილ ბროუდერი.
მისივე შეფასებით, მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება პუტინის შურისძიებაა, რადგან მას სააკაშვილი სძულს მას შემდეგ, რაც იგი რუსეთს შეეწინააღმდეგა 2008 წელს.
"მე მიმაჩნია, რომ ეს პუტინის შურისძიებაა, იმიტომ რომ მას სააკაშვილი სძულს მას შემდეგ, რაც ის რუსეთს შეეწინააღმდეგა 2008 წელს. პუტინი არია შურისმაძიებელი პატარა ადამიანი, რომელიც წყენას არასდროს ივიწყებს. ამიტომ, საქართველომ უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, რათა მას სათანადო მკურნალობა ჩაუტარდეს დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში და არ მოკვდეს. იმიტომ რომ,მ თუ ის მოკვდა, ეს დასავლეთის თვალში საქართველოს ცუდად წარმოაჩენს და ეს ცუდი დამოკიდებულება მრავალ თაობას გასწვდება", - განაცხადა მაგნისტკის სიის თანაავტორმა CNN-თან ინტერვიუში.