მაღაზიაში შევედი, გოგოსთვის უნდა მეთქვა, დაწოლილიყო და ვეღარ მოვასწარი, მომხვდა ტყვია - საგარეჯოში დაჭრილი 

გამოქვეყნდა:

საგარეჯოში მომხდარ თავდასხმისას 5 ადამიანი დაიჭრა. ერთ-ერთი მათგანი, "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრი, ვალერი მათიაშვილი "მთავარი არხთან" გუშინ მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს იხსენებს. იგი ამჟამად კლინიკაში რჩება:

"მე ამ ამბავს შევესწარი ბოლო ნაწილს. მაღაზიიდან გამოვედი. დამხვდა სურათი - მოდიოდნენ ადამიანები, ათამდე ადამიანი, ალბათ, იძახდნენ რომ გაიქეცი და დაწექი. მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო. შევედი მაღაზიაში გოგონასთვის უნდა მეთქვა, რომ დაწოლილიყო ან დამალულიყო, გავიგე რომ ისროდნენ და ვეღარ მოვასწარი და მომხვდა ტყვია ფეხში. ჩემ თანამშრომელს თვალის არეში, სავარაუდოდ, ნატეხი. ჩვენთან ერთად დაიჭრა მესამე ადამიანი, რომელიც საერთოდ გამვლელი იყო და უბრალოდ თავის შეფარება უნდოდა. განურჩევლად ყველას ესროდა. იმიტომ, რომ პოლიცია როგორც კი მოვიდა და გადმოვიდა მანქანიდან, ეგრევე განახორციელა სროლა. სასწრაფოც იმიტომ ვერ გამოვიძახეთ, რომ იქ მოსული ადამიანი, სასწრაფოს თანამშრომეიც ფაქტობრივად სიკვდილისთვის იყო განწრული იმიტომ, რომ როგორც კი გადმოვიდოდა მანქანიდან ესროდა",- ამბობს დაშავებული.

ცნობისთვის, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.

თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილია. შემთხვევის დროს მასთან ერთად ბინაში იმყოფებოდა მისი შვილი, რომელიც გამოძიების "ოქროს მოწმეა". შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი