იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტუდა, რამდენიმე პაციენტი ისევ დაკვირვების ქვეშ რჩება

გამოქვეყნდა:

იტალიიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი ლუგარის ლაბორატორიამ დაუდასტურა. სინჯები ორჯერ აიღეს და ორივე პასუხები დადებით იყო. ახლა ეძებენ  მოქალაქეებს, რომელებმაც 26 თებერვალს მილანი-ქუთაისის რეისით იმგზავრეს.

საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში, მათ ჯერ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსებენ, თუ კი კორონა ვირუსი არ დაუდასტურდებათ, მაშინ საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ.

კორონავირუსით ინფიცირებული „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია. ის შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ სამსახურში გამოცხადდა და ერთი სრული დღე იმუშავა. კონტაქტი ჰქონდა კოლეგებთან ბანკში და ემსახურება კლიენტებს. ამის გამო დღეს ცოტნე დადიანის გამზირზე მდებარე ბანკის ფილიალი მოულოდნელად დახურეს და თანამშრომლები სახლში გაუშვეს.

„საქართველოს ბანკის“ თანამშრომლებმა „მთავარ არხს“ უთხრეს, რომ ამ დრომდე სადეზინფექციო სამუშაოები დაკეტილ ფილიალში ჯერ არ ჩატარებულა, თანამშრომლები არც კლინიკაში და არც კარანტინში არ გადაუყვანიათ და მხოლოდ ის უთხრეს, რომ სახლში უნდა იყვნენ. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, არცერთს გართულება არ აქვს.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადმოიყვანეს, ახალგაზრდა ქალი და მისი მეუღლე ხარაგაულიდან, მამაკაცი ჩინური სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა, მას ტემპერატურის მატება და ვირუსის ნიშნები აქვს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ახლა სამი საკარანტინო ზონაა, საჩხერეში, აბასთუმანსა და თბილისის ტუბდისპანსერში, უკვე ასამდე ადამიანია მოთავსებული. საქართველოს იტალიასთან ავიამიმოსვლა არ შეაჩერა, ამიტომ კარანტინში გადასაყვანი პოტენციური მოქალაქეების რიცხვი დღითიდღე იზრდება. ხელისუფლება ამბობს, რომ ახალ საკარანტინო ზონებს მოაწყობს და საწოლი ადგილების კრიზისი არ შეიქმნება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი