"როდესაც საუბარია ზოგადად ფრენების აღდგენა-არაღდგენაზე, თავისთავად, რაციონალურად, ეს ცუდი გადაწყვეტილება არ იქნება საქართველოსთვის ან მაგალითად რუსეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც იმისთვის, რომ საქართველოსთან კავშირი შეინარჩუნონ, უწევთ ძალიან სერიოზული პრობლემების, მათ შორის ტექნიკური პრობლემების გადალახვა.
თავისთავად, ფრენა და მიმოსვლა, თუ ლარსის საბაჟოზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს, ეს სიმართლე გითხრათ, ამ დრომდეც, ცოტა გაურკვეველი მგონია".
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ.