
კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ჟურნალისტებთან არ საუბრობს რა ჩვენება მისცა გამოძიებას ნოდარ ათუაშვილის შვილმა - გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით რა ჩვენება მისცა გამოძიებას შვილმა და როგორ ითანამშრომლა - განუცხადა ჟურნალისტებს თეიმურაზ კალანდაძემ.
ათუაშვილის შვილს კახეთის სამხარეო პოლიციაში უკვე მრავალი საათია კითხავენ.
შეგახსენებთ, გასულ ღამეს, საგარეჯოში სროლასა და თავდასხმას 5 პირი ემსხვერპლა - ნოდარ რჩეულიშვილი, ზაზა ჩიხლაძე, ზაქარია მათიაშვილი, დავით ნასრაძე, ოთარ ღვინაშვილი. [პოლიციელი]
20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა.