
ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მორიგი როტაციაა - მაზარ-ი-შარიფში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესასრულებლად აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრები ასეული გაემგზავრა.
ალექსეევკის საავიაციო ბაზიდან ქართველი მშვიდობისმყოფელები თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ გააცილა. მან პირად შემადგენლობას მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
ქვედანაყოფმა გაიარა აბსოლუტურად ყველა სწავლება და ყველა მოთხოვნა საქართველოში 4-თვიანი კურსი, ასევე, დავიცავით ყველა მოთხოვნა რაც იყო საქართველოს მხარის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით, დაცულია მტკიცე მხარდაჭერის მისიის რეგულაციები, - თქვა ალექსანდრე კიკნაძემ.
ქვედანაყოფი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას შვიდი თვის განმავლობაში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს და მისი მთავარი ამოცანა სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება იქნება.