საგარეჯოს პოლიციაში ნოდარ ათუაშვილის ყოფილი ცოლისა და შვილების დაკითხვა დასრულდა

გამოქვეყნდა:

საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში ყოფილი სამხედრო მოსამსახურის ყოფილი მეუღლისა და შვილების დაკითხვა დასრულდა. ნოდარ ათუაშვილის ოჯახის წევრებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. დაკითხვა 15 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. დეტალებზე არ უსაუბრია არც კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსს.

მომხდარის დროს, სახლში იმყოფებოდა ათუაშვილის ერთი შვილი, რომელიც საქმის ოქროს მოწმეა.

20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. სროლას 5 პირი ემსხვერპლა - ნოდარ რჩეულიშვილი, ზაზა ჩიხლაძე, ზაქარია მათიაშვილი, დავით ნასრაძე, ოთარ ღვინაშვილი. [პოლიციელი]. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი