კრემლის კიდევ უფრო თავხედური პოლიტიკური გზავნილი. საქართველოსთვის სკანდალურად ცნობილი სერგეი გავრილოვი კიდევ უფრო აღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზების იდეას. ავიამიმოსვლის აღდგენის იდეის შემდეგ, რომელიც მინისტრმა ლავროვმა გაახმაურა, დუმის დეპუტატი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზეც ალაპარაკდა. პოლიტიკოსი, რომლის საქციელსაც თბილისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოყვა არ მალავს, რომ კრემლისგან ასეთი კეთილგანწყობა საქართველომ სწორედ უკრაინასთან ომში საკუთარი პოზიციით დაიმსახურა.