აშშ "ვაგნერს" ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად აღიარებს - კირბი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ დაჯგუფება "ვაგნერს" ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად აღიარებს.

მისივე თქმით, მომავალ კვირას ფინანსთა სამინისტრო "ვაგნერელებისა" და მისი გლობალური მოკავშირეების წინააღმდეგ ახალ სანქციებსაც დააწესებს.

გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა გაავრცელა რუსული ვაგონების გასაიდუმლოებული ფოტოები, რომლებიც რუსეთიდან ჩრდილოეთ კორეაში, ჯერ კიდევ ნოემბერში მიემგზავრებოდნენ.  

აშშ თვლის, რომ აღნიშნული ვაგონებით რაკეტების პირველადი მიწოდება სწორედ დაქირავებული ორგანიზაცია Wagner Group-ის მიერ ხდებოდა.

შეგახსენებთ, რომ "ვაგნერი" დაქირავებული მებრძოლების რუსული სამხედრო დაჯგუფებაა.

მათი მოქმედების არეალს, ძირითადად ახლო აღმოსავლეთი (სირია და ლიბია) წარმოადგენს, თუმცა  დაქირავებულები უკრაინის ომშიც აქტიურად მონაწილეობენ.

ასევე ცნობილია, რომ ვაგნერის დაჯგუფებას ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი აფინანსებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი