
შეერთებული შტატები უკრაინას დაგეგმილი კონტრშეტევების გადადებას ურჩევს, მანამ, სანამ უკრაინა აშშ-ის სამხედრო დახმარების ბოლო პარტიას არ მიიღებს და სამხედროები შესაბამის წვრთნას არ გაივლიან. ამის შესახებ Reuters აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-უკრაინას შორის კონტრიერიშზე მოლაპარაკებები მხოლოდ იმ კონტექსტში მიმდინარეობს, რომ უკრაინელებმა ჯერ საკმარისი დრო უნდა დაუთმონ აშშ-ის მიერ მიწოდებული ახალი შეიარაღების გამოყენების სწავლას.
მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები, ამ ეტაპზე, არ გეგმავს უკრაინაში M1 Abrams ტანკების გაგზავნას, რადგან მათი შენახვა ძვირი და რთულია.