
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი მანქანაში უსაფრთხოების ღვედის არგაკეთების გამო დააჯარიმეს.
შემთხვევის გამო სუნაკმა ბოდიში მოიხადა.
სუნაკი მას შემდეგ დააჯარიმეს, რაც სოციალურ ქსელში მან გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ის მოძრავ ავტომობილში ღვედის გარეშე იმყოფებოდა.
ღვედის არგაკეთების გამო ბრიტანეთში მგზავრი £100-ით ჯარიმდება. ჯარიმა შეიძლება £500-მდე გაიზარდოს, თუ საქმე სასამართლოს გადაეცა.