ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაცია თავმჯდომარის არჩევნებზე მხარს ნიკა მელიას უჭერს

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერს. 

განცხადება პარტიის ოფისში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ცოტა ხნის წინ გააკეთა.

"უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ყველა კანდიდატის მიმართ, ჩვენ არცერთთან არანაირი პრეტენზია არცერთ მიმართებაში არ გვაქვს, არანაირად არ ვუერთდებით მანკიერ დაპირისპირებას, მოსმენებს, შუღლს და ა.შ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, მივიღოთ ჩვენი გადაწყვეტილება და კონკრეტულ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. ჩვენ, ჩვენი ფრაქცია, ასევე ჩვენი პარტიული გუნდი, რომელიც აქ იმყოფება და ჩვენ ზურგს უკან დგას უამრავი ხალხი, მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას კანდიდატურას, რამეთუ მიგვაჩნია, რომ მოცემული სიტუაციიდან, ის არის ყველაზე გამორჩეული და ღირსეული კანდიდატი, - თქვა ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი