კიევში ავიაკატასტროფისას დაღუპული შს მინისტრი, დენის მონასტირსკი და მისი კოლეგები დაკრძალეს

გამოქვეყნდა:

18 იანვარს, ბროვარიში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, დენის მონასტირსკი და მისი კოლეგები კიევში, ბაიკოვოს სასაფლაოზე დაკრძალეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში დილიდან გარდაცვლილის ახლობლები, კოლეგები და ნაცნობები იყვნენ შეკრებილი. მათ მონასტირსკი და შსს-ის თანამშრომლები ბოლო გზაზე გააცილეს. დაკრძალვის ცერემონიის გამო, კიევში რამდენიმე ქუჩა დროებით იყო გადაკეტილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას დაემშვიდობა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა, რომლებმაც ადგილზე ყვავილები მიიტანეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

შეგახსენებთ, 18 იანვარს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ვერტმფრენის ჩამოვარდნას ქალაქ ბროვარიში (კიევის რეგიონი, უკრაინა) უკრაინის შს მინისტრის, დენის მონასტირსკის, მისი პირველი მოადგილის ევგენი იენინისა და სახელმწიფო მდივნის, იური ლიუბკოვიჩის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავიაკატასტროფისას ასევე დაიღუპნენ ეკიპაჟის წევრები და სამოქალაქო პირები, მათ შორის ბავშვი.

გამოძიება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი