განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები და სავარაუდო კორუფცია - პარტია "ლელოში" აცხადებენ, რომ საქართველოს მასშტაბით 2 000 მეტ სკოლას არ ჰყავს დირექტორი და მოვალეობას სკოლის მასწავლებლები ასრულებენ, რომელსაც განათლების მინისტრი ყოველგვარი კონკურსის გარეშე ნიშნავს.
გარდა ამისა, ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, 2 1000-მდე მოსწავლეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების გამო, სხვა შენობაში უწევს სწავლის გაგრძელება.
"ლელო" განათლების სამინისტროს მიმართავს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს სკოლებში არსებული ვითარების მონიტორინგი.