რუსეთი დიდი შვიდეულის ფორმატში ვერ დაბრუნდება - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა დიკ დურბინმა სპეციალური რეზოლუცია წარადგინა რომელსაც ხელს კიდევ 12 სენატორი აწერს.
მიუხედავად რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციისა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვადასხვა ქვეყნის დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისა, პრეზდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის დიდი შვიდეულის ფორმატში დაბრუნება რამდენჯერმე მოითხოვა. ჩვენი რეზოლუცია ცხადყოფს, რომ სენატი რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგი იქნება მანამ, სანამ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მავნებლურ ქმედებებს არ შეწყვეტს, - წერია სენატორ დიკ დურბინის რეზოლუციაში.