იმ ფონზე, როცა არსებობს მოცემულობა, რომ ლარსით შესაძლებელია მანქანით იმოგზაუროს რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ან საქართველოს მოქალაქემ რუსეთში, ერთის მხრივ, სავიზო რეჟიმი არსებობს, მეორე მხრივ არ არსებობს და ა.შ. ასეთ პირობებში, ტექნიკურად ახალი არხის გახსნა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მაგალითად, ქართველ მოსახლეობას, რომელიც დღეს ცხოვრობს რუსეთში, მოგზაურობს საქართველოში საკუთარი ოჯახის მოსანახულებლად, არა მაგალითად, სომხეთის ან აზერბაიჯანის გავლით, არამედ იმოგზაურონ პირდაპირ, ამაში მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ და პირიქით, ეს არის მეტი კომფორტის შექმნა.
დიპლომატიურს რაც შეეხება, ჩემთვის პირადად, ყველაფერი დამოკიდებულია შინაარსზე. ურთიერთობა დღეს, იგივე ჰუმანიტარული მოტივებიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციასთან ირიბი არხებით, მაგრამ მაინც არსებობს. შესაბამისად, რა ფორმით იქნება, რა საშუალებებით რა შინაარსით იქნება ასეთი ურთიერთობები ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული.
ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.