"შეგიძლიათ მითხრათ, რა დანაშაული ჩაიდინა ვაგნერის ჯგუფმა?" - პრიგოჟინი კირბის

გამოქვეყნდა:

"ვაგნერის" ჯგუფის დამფუძნებელმა და რუსმა ოლიგარქმა, ევგენი პრიგოჟინმა აშშ-ის უსაფრთხოების საბჭოს სპიკერს, ჯონ კირბის წერილი მისწერა, რომელშიც ის განმარტებას სთხოვს, რა დანაშაული აქვს ჩადენილი ვაგნერის ჯგუფს.

"მე თქვენთან შეკითხვა მაქვს: შეგიძლიათ მითხრათ, რა დანაშაული ჩაიდინა ვაგნერის ჯგუფმა?", - წერს პრიგოჟინი.

ცნობისთვის, 20 იანვარს ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ , აშშ დაჯგუფება "ვაგნერს" ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად აღიარებს.

მისივე თქმით, მომავალ კვირას ფინანსთა სამინისტრო "ვაგნერელებისა" და მისი გლობალური მოკავშირეების წინააღმდეგ ახალ სანქციებსაც დააწესებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი