"მოტივთან დაკავშირებით გარკვეული ვერსიები გვაქვს" - კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი საგარეჯოზე

გამოქვეყნდა:

საგარეჯოში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაზე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თეიმურაზ კალანდაძე ამბობს, რომ გამოძიებას მომხდარის მოტივებთან დაკავშირებით, ვერსიები უკვე აქვს. 

"დაკითხულია უამრავი მოწმე, მიმდინარეობს გამოძიება. ყველა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება. მოტივთან დაკავშირებით გარკვეული ვერსიები გვაქვს და გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ყველა ვინც არის შემხებლობაში, ყველა მოქალაქე იკითხება. იარაღთან დაკავშირებით დანიშნულია უამრავი ექსპერტიზა, დაგზავნილია წერილები და გამოძიება იარაღის წარმომავლობასთან დაკავშირებით გაგცემთ პასუხს",- ამბობს ის. 

შეგახსენებთ, რომ გამოძიება საგარეჯოში მომხდარ თავდასხმაზე ორი მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

იხილეთ ვრცლად:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი