ერგნეთში მოლაპარაკებები 30 ივლისს განახლდება

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ცნობით, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგრირების მექანიზმების 96-ე შეხვედრა 30 ივლისს ჩატარდება. მათივე ინფორმაციით, თანათავმჯდომარეებმა შეხვედრისთვის მზადება უკვე ადიაწყეს.

თანათავმჯდომარეები მიესალმებიან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების მონაწილეთა ბოლოდროინდელ განცხადებებს, ამ ფორმატში დიალოგის განახლების სურვილის შესახებ. ისინი ასევე აღნიშნავენ მონაწილეთა მიერ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართვადი ცხელი ხაზის აქტიურ გამოყენებას, - აღნიშნულია განცხადებაში.

გასული კვირების განმავლობაში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ერგნეთის შეხვედრების თანათავმჯდომარეებმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ელჩმა რუდოლფ მიხალკამ  ინტენსიური კონსულტაციები გამართეს, რათა ფორმატი განახლებულიყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი